Saturday, March 30, 2013

ენერგიის ხარჯი და დაზოგვის გზები


   პროექტის სახელწოდება:        ენერგიის ხარჯი და დაზოგვის გზები
   პროექტის მთავარი იდეა: დავზოგოთ ენერგია, რის საფუძველზეც გაკეთდება ეკონომია.    
   პროექტის მიზანი:
   ოჯახში მოხმარებული ენერგიის დაზოგვის გზების ძებნა
    მონაწილეთა ასაკი: (14-15წ)
   ვადა:(ერთი თვე)
   მოსალოდნელი შედეგები:
·          მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა წარმოდგენას ცხრილებისა და დიაგრამების სახით;
·          ენერგიის ხარჯის შემცირება, რის საფუძველზეც გაკეთდება ეკონომია,შესაბამისად გაიზრდება ოჯახის ბიუჯეტი;
·          მოსწავლეები მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას. შესაბამისად დაიზოგება ენერგია ქვეყნის მასშტაბით.  
     პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სამუშაო რვეული,კალამი,ფანქარი.
    პროექტის მსვლელობა:
·          განსაზღვრონ რა სახის ენერგის მოიხმარს მათი ოჯახი: ელექტრულს,წყლის, წვის (ბუნებრივი აირის, თხევადი საწვავის, შეშის და სხვ.)
·          ჩამოთვალონ ამ ენერგიის მომხმარებელი მოწყობილობები.
·          გამოთვალონ, რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს თითოეული მოწყობილობა ერთი თვის განმავლობაში.
  მონაცემები წარმოადგინონ ცხრილის სახით





მითითება:
დახარჯული ენერგიის გამოსათვლელად მოწყობილობის სიმძლავრე უნდა გამრავლდეს მუშაობის ხანგრძლივობაზე.
·          დაადგინონ, ეკონომიური თვალსაზრისით რომელი ენერგიის გამოყენებაა უმჯობესი ბინის გასათბობად, წყლის გასაცხელებლად და სხვ.
·          დაადგინონ ამ ენერგიის ღირებულება და წარმოადგინონ სვეტოვანი დიაგრამის სახით.
·          შეიმუშაონ ენერგიის დაზოგვის გზები და მოსაზრებები გააცნონ ოჯახის წევრებს.მაგალითად შეამცირონ ენერგიის უქმად ხარჯვა-გამორთონ სინათლე, როდესაც იგი საჭირო არ არის,გამოიყენონ ეკონომიური ნათურები. ელექტრული ხელსაწყოები მაქსიმალურ  ენერგიას მოიხმარენ  ჩართვა-გამორთვისას,მათი მუშაობა გახანგრძლივდება,თუ არ გამორთავენ,თუკი მოკლე ხანში ისევ უნდა ჩართონ.ტელევიზორი მაშინაც კი ხარჯავს ენერგიას, როდესაც გამორთულია დისტანციური ჩამრთველით,ამიტომ მთლიანად გამორთვისთვის გამოიყენონ ტელევიზორის ღილაკი. შეამცირონ ონკანში წყლის ნაკადი, შეაკეთონ დაზიანებული ონკანი.
·          ჩამოწერონ რა საშუალებით დაზოგავს მათი ოჯახები ენერგიას.
·          იანგარიშონ, რა ეკონომიას მისცემს ეს მათ ოჯახს.
        პროექტის ხელმძღვანელი:  ლია ძულიაშვილი
        ელ.ფოსტა: liadzuliashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი: http://liadzuliashvili.blogspot.com/


No comments:

Post a Comment